„იშრომე ბევრი, იყავი კეთილი“ – წიგნი ყველა პედაგოგისთვის

თქვენ იცოდით „რადარამის“ შესახებ?

ბევრს გაეცინება – „რადარამი“ ვინ არ იცისო“, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ უფრო მეტი გაიფიქრებს – „არა, პირველად მესმის“.

მე რამდენიმე თვის წინ ამხანაგისგან გავიგე, სახელწოდება დავიმახსოვრე და პირველივე შესაძლებლობისთანავე წიგნის მაღაზიაში მოვიკითხე – ასე შევიძინე ქეთრინ შულცის  „როცა ცდები, თავგადასავლები შეცდომების ზღვარზე“ – ძალიან საინტერესო წიგნი თითოეული ჩვენგანის შესახებ.

Image

მოკლედ, „რადარამი“ ეს არის გამომცემლობა, რომელიც არამხატვრულ ბესტსელერებს თარგმნის. ისეთ წიგნებს, რომლებიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დაიბეჭდა და საზღვარგარეთ დიდი აღიარება მოიპოვა. ამით გამომცემლობა ცდილობს ქართველი მკითხველი დააახლოვოს დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს, რომლისგანაც გასული ათწლეულების მანძილზე იზოლირებული იყო.

“რადარამის” მიერ თარგმნილი და გამოცემული თუთოეული წიგნი, რა სპეციფიურ თემასაც არ უნდა ეხებოდეს, ძალიან მარტივი ენითაა დაწერილი და ნებისმიერი მკითხველის მიერ ადვილად აღიქმება.
წიგნებს სათარგმნად სპეციალური საბჭო არჩევს და ყოველთვიურად მკითხველს ახალ, საინტერესო გამოცემას სთავაზობს.
“რადარამმა” უკვე 9 წიგნი გამოსცა.

Image

Image

27 ივლისს “რადარამის” ჯგუფი გორს ეწვია. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მათ მიერ ნათარგმნი ბოლო წიგნის, ჯეი მათეუსის „იშრომე ბევრი იყავი კეთილი“ -ს პრეზენტაცია გამართა.
წიგნის შესახებ ფილოლოგმა ია ბჟალავამ ისაუბრა.

ია ბჟალავა

ია ბჟალავა

„ჯეი მათეუსი მოგვითხრობს ორი მასწავლებლის შესახებ, რომლებმაც სრულიად განსხვავებული სკოლები შექმნეს ამერიკის საგანმანეთლო სივრცეში. მათ საშინელ პირობებში დაიწყეს მუშაობა – არც მატერიალური ბაზა ჰქონდათ, არც შესაბამისი სახსრები გააჩნდათ, არც მოსწავლეები იყვნენ მოტივირებულნი რომ ესწავლათ და არც განათლების სფეროს ჩინოვნიკებს სჯეროდათ, რომ ეს ორი გაბედული, გამოუსწორებელი ოპიტიმისტი რამეს მიაღწევდა. ყველაფერი კი პირიქით მოხდა! როგორ, რა რესურსით, რა ტიპის თავდადებისა თუ თავგანწურვის ხარჯზე – ამას წიგნიდან შეიტყობთ“ – ასეთ აღწერას უკეთებს წიგნს გამომცემლობა და მისი წაკითხვისთანავე გიჩნდება წიგნის გაცნობის სურვილი.

ჯერ მხოლოდ რამდენიმე თავის წაკითხვა მოვასწარი და გუშინდელი დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილის არ იყოს – „აუცილებლად უნდა წაიკითხოს ეს წიგნი თითოეულმა ქართველმა მასწავლებელმა“, რადგან ქართულ სკოლებშიც იყოს უკეთესი განათლება, ისეთი როგორიც წიგნის გმირებმა – ფაინბერგმა და ლევინმა „კიპის“ სკოლაში შექმნეს. „კიპი“, ანუ KIPP აბრევიატურაა – Knowledge Is Power Program – ცოდნა არის ძლიერების პროგრამა.

Image

ძალიან საინტერესო იყო ია ბჟალავას პრეზენტაცია, მან ისაუბრა წიგნის ძირითად აქცენტებზე და დამსწრე აუდიტორიასთან ერთად პარალელები გაავლო ქართულ საგანმანათლებლო და აღმზრდელობით სისტემასთან.
IMG_8402 IMG_8398
IMG_8406
მაგალითად: „კიპის“ სკოლის წარმატების ფორმულა იყო – სხვადასხვა მეთოდებით მოტივაციის გაზრდა; კლასისი ორგანიზება – მასწავლებელთა სიმტკიცე; პედაგოგების და მშობლების მოკავშირეობა, თემთან ურთიერთობა – სურვილი, დისციპლინა, თავდადება; გაკვეთილი ფესტივალი – თავისუფალი მეთოდი; კვლევითი პროექტები; საქართველოში ასეთ გაკვეთილებს სისტემური ხასიათი არ აქვს და ალბათ მხოლოდ რამდენიმე სკოლაში, ერთეული პედაგოგები უდგებიან კრეატიულად საკუთარ საქმიანობას.
“მიზანი დაკრეატიულობა ეხმარება მასწავლებელს გაარღვიოს წარუმატებლობის წრე”.

„იშრომე ბევრი იყავი კეთილი“ ისეთი წიგნია, კითხვისას ძალიან ბევრი ფრაზა “გეაფორიზმება”, მართლა ვამბობ, არ ვაჭარბებ.

Image

მოკლედ, ხვალიდან მიაკითხეთ უახლოეს წიგნის მაღაზიას ან ბიბლიოთეკას და  მოითხოვეთ რადარამის წიგნები.  თან სულ რაღაც 2 ლარი ღირს, მართლა ხელმისაწვდომი ფასია. „იშრომე ბევრი იყავი კეთილი“ კი შეიძინეთ თქვენი შვილის პედაგოგისთვისაც 🙂
1001916_621952514503217_430787831_n (1)
არ ექნებათ? მაშინ მიწერე „რადარამის“ ჯგუფს ამის შესახებ და ისინი უზრუნველყოფენ წიგნების მიტანას თქვენთვის სასურველ მაღაზიაში.

აქ http://www.radarami.org/ შეგიძლიათ ვრცლად გაეცნოთ რადარამის ჯგუფს, ნათარგმნი წიგნების ჩამონათვალს, მათთან კონტაქტის წესებს და სხვა.

წარმატებებს გისურვებთ.

„რაც უფრო მეტს კითხულობ, უფრო მეტი იცი.
ცოდნა არის ძალა, ძალა არის ფული და მე მინდა ის.

შენ უნდა წაიკითხო, პატარავ, წაიკითხო“.

Advertisements
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to „იშრომე ბევრი, იყავი კეთილი“ – წიგნი ყველა პედაგოგისთვის

  1. nick ამბობს:

    დამაინტერესა, აუცილებლად მივაკითხავ ბიბლიოთეკას. პედაგოგების არამოტივირებულობა ჩემთვის საკმაოდ ცნობილია , რაც მტკივნეული თემაა : /

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s