გაიღე სისხლი – დროა!

ზუსტად 51კილოგრამი ხართ, შეგიძლიათ სისხლი ჩააბაროთ.

ასე არასოდეს გამხარებია, რომ 50 კგ-ზე მეტს ვიწონიდი, კინაღამ ექთანს ჩავეხუტე…

დღეს ლეიკემიით დაავადებულთა საერთაშორისო დღეა, მე და ჩემმა მეგობრებმა (გორის ახალგაზრდული მოძრაობა „დროა“) აქციას გავუკეთეთ ორგანიზება და ფეისბუქით ხალხს სისხლის უანგაროდ გაღებისკენ მოვუწოდეთ. რამოდენიმე შემოგვიერთდა, ზოგიერთმა ვერ შეძლო ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო, თუმცა მათ, ვისაც უბრალოდ დაეზარა,  ვერც კი წარმოუდგენიათ, რაზე თქვეს უარი.

17100_608899775802175_302995356_n

დილიდან ვნერვიულობდი – მახსოვდა, რომ რამდენიმე თვის წინ გემოგლობინი მქონდა ნორმაზე დაბალი და ვფიქრობდი შეიძლებოდა ახლაც მასე ყოფილიყო.

შ.პ.ს. „გორმედის“ სისხლის ბანკში მისულს მეგობრებმა კიდევ ერთი სანერვიულო დამიმატეს – „შენ ალბათ დონორი ვერ გახდები, წონის გამო“…

Image

მოკლედ, როგორც იქნა შევედი გასასინჯად, მუხლების კანკალით დავდექი სასწორზე –  პირველი ბარიერი გადავლახე – 51 კგ ვარ, ანტიბიოტიკებით არ ვმკურნალობ,  ჰეროინი არ მომიხმარია, არც ვენერიული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები არ მაქვს, ერთი სიტყვით გზა ხსნილია შემდეგ კაბინეტში შესასვლელად.

გემოგლობინი 135 მქონია, სისხლის ჯგუფი – მეორე უარყოფითი. რა თქმა უნდა ცნობისმოყვარეობას გასაქანს ვაძლევ და ექიმიც პროცედურებში მარკვევს – როგორ იგებენ სისხლის ჯგუფს, რამდენად ხშირად მიდიან სისხლის ჩასაბარებლად, რომელი დაავადებები აღმოაჩნდებათ ხოლმე ყველაზე ხშირად და ა.შ.

„დღში 15, 20, 30 დონორი გვყვავს, ძალიან იშვიათად ვინმემ სისხლი უანგაროდ ჩააბაროს, არ მიკვირს… 30 ლარი ვიღაცისთვის კაპიკებია მაგრამ ბევრისთვის პურის ფულია. ძალიან ნერვიულობენ ხოლმე, როცა სისხლში ფულს იღებენ, მაგრამ რა ქნან, სხვა გზა არ აქვთ, მე ყველას ვამშვიდებ, მორალურად ვამხნევებ ხოლმე, იმიტომ, რომ შეიძლება ადამიანს 30 000 ლარი მისცე მაგრამ სიცოცხლე ვერ შეუნარჩუნო, მათ მიერ 30 ლარად გაღებული სისხლით კი ლეიკემიით დაავადებულთათვის სიცოცხლის გახანგრძლივებაა შესაძლებელი“.

Image

მოკლედ, გულო დეიდა შევსებულ ფურცელს მაძლევს – საშვს სისხლის ასაღებად და მართლა უზომოდ გახარებული გავდივარ ბოლო და მთავარი პროცედურის შესასრულებლად.

იქ ვიგებ, რომ ჩემს მეგობარს ვენა ვერ უპოვეს და ვერ შეძლო სისხლის ჩაბარება.

ჰმ, კიდევ ერთი ბარიერი…

ჩემთანაც ჯერ ერთ ხელზე „ეძებეს“, მერე მეორეზე და როგორც იქნა!

285669_500014173378164_1847735973_n 535460_500014236711491_1484468713_n

17106_608898629135623_1679868091_n

თითქმის  უმტკივნეულოდ გავეცი 350 გრამი სისხლი.

მათთვის ვისაც ეშინოდა – საერთოდ არაა რთული და მტკივნეული, ვერ გადმოვცემ რამდენად მაგარი შეგრძნებაა, რომ მე ეს შევძელი, რომ ჩემი 350 გრამი სისხლი რომელიმე ბავშვს 350 საათით მაინც გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს, რომ ჩემთან ერთად სხვებმაც გაიღეს  სისხლი უსასყიდლოდ. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს. მინდა, რომ ასეთები ბევრნი იყვნენ, ეს აქციაც არ იყოს ერთჯერადი და დავეხმაროთ მათ, ვისაც ყველაზე მეტად ვჭირდებით.

62981_608898232468996_66688940_n

11371_608899695802183_1091696076_n

32157_608898285802324_1115879601_n551483_608898572468962_1063529490_n

პ.ს. ახლა დაველოდები 18 თებერვალს, უნდა დავრეკო იმის დასადასტურებლად, რომ ჩემი სისხლი ჯანმრთელია და დონორად გამოვდგები. იმედი მაქვს არაფერი მჭირს.

პ.პ.ს. პერსონალური მადლობა „დროას“, განსაკუთრებით ნიკას – აქციის ინიცირებისთვის, შოთას, ნანუკას და ვანოს – მარტო რომ არ დამტოვეს სისხლის აღების პროცესში და კიდევ ერთხელ შოთას – შოკოლადისთვის ❤

Advertisements
This entry was posted in Uncategorized and tagged , , . Bookmark the permalink.

18 Responses to გაიღე სისხლი – დროა!

  1. mariambokadze ამბობს:

    უფალმა შეგიწიროთ დიდი ქველმოქმედება.

  2. mmandzulashvili ამბობს:

    მეც რომ გავიზრდები აუცივლებლად ჩავაბარებ სისხლს : ))

  3. თაკოს ბლოგი ამბობს:

    აუცილებლად ჩავაბარებ სისხლს როცა საჭირო ასაკი მექნება ^_^, წარმოვიდგენ როგორია როცა ადამიანს სიცოცხლეს უხანგრძლივებ უსასყიდლოდ ! ყველამ უნდა გავცეთ სისხლი ^_^

    • Kato ამბობს:

      კი, აუცილებლად, თაკო. მართლა კარგია გრძნობაა, თან უცნაურიც, თან გიხარია, თან ნერვები გეშელება – აქამდე სად იყავი! .. მთელი ის პერიოდი, როცა სისხლი წვეთ-წვეთად გამოდიოდა, თვალწინ ტელევიზორში ნანახი ბავშვები მიტრიალებდნენ ❤ და კიდევ ოსკარი, შმიტის გმირი წიგნიდან "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი" ^_^

  4. nozadzeblog ამბობს:

    ყოჩაღ კატო, ვამაყობ შენით :*

  5. nick ამბობს:

    მშვენიერია, ძალიან მომეწნა წამოწყება.

    • Kato ამბობს:

      კარგი იქნებოდა რედულარულად ვაკეთებდეთ ასეთ აქციებს და სხვებმაც “მოგვბაძონ”. ძალიან ბევრი ადამიანია ვისაც ჩვენი სისხლი სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს. ჩვენ კი მხოლოდ იმიტომ “არ ვაძლევთ სისხლს”, რომ მობილიზებას ვერ ვახდენთ ადამიანების. არადა, რა მარტივია, თითოეული ჯანმრთელი ადამიანი რომ საკუთარი ინიციატივით ვაკეთებდეთ ამას – ავდგეთ დილით , წავიდეთ სისხლის გადასხმის სადგურში და დავეხმაროთ ადამიანებს. ნუ, მოკლედ….

      • nick ამბობს:

        მე ვცხოვრობ ქ.ხობში , არ არის სისხლის ჩასაბარებელი პუნქტი, შესაძლებელია საავადმუოფოში იბარებდნენ , მაგრამ მე აე მსმენია ამის შესახებ. სრასდროს არ ჩამიბარებია, აქიდან გამომდინარე ძალიან ფიდი სურვილი გამაჩნია

  6. natia ამბობს:

    mec minda sisxlis chabareba am bavshvebistvis. raime mnishvnelovani davadeba ar maqvs gadatanili, magram mainc imedia saguldagulod mowmdeba sisxli… gxovt mitxarit ra aris amistvis sachiro, fuli aris gadasaxdeli? simarle gitxrat sisxlis jgufic ki ar vici…

    • Kato ამბობს:

      ნათია, სად ცხოვრობ? გორში სისხლის გადახმის ბანკში და ჰოსპიტალში იბარებენ, თანხა არაა საჭირო. შენ შეგიძლია უფასო დონორი გახდე, შეგიძლია თანხაც აიღო მაგაში.
      კი, ვიდრე სისხლს აგიღებენ პირველადი შემოწმება მიმდინარეობს, შემდეგ კი სისხლიც მოწმდება. 2 დღეში გეუბნებიან თუ რამე დაავადება გჭირს, რის გამოც სისხლი არ გამოდგება გადასასხმელად.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s