მაკნატუნა – „მოთელვა“ გედების ტბამდე

უნივერსიტეტი რომ დავამთავრე – 2007-ში – პრაქტიკაზე საზოგადოებრივ მაუწყებლის მოამბის სტუდიაში მოვხვდი. მოვხვდი კი არა, თავი მოვიხვედრე – ჩავედი მაშინდელ პროდიუსერთან – ირმა გეგეჭკორთან, ვუთხარი ვინ ვიყავი და რატომ მინდოდა მათთან პრაქტიკის გავლა და ასე მოვხვდი ორ მეგობართან ერთად 3 თვიან გაუგებრობაში. ამაზე ცალკე პოსტის დაწერაც შეიძლება – რა იყო და რას ვაკეთებდით, მაგრამ ახლა თემა სულ სხვაა.

მოკლედ, ერთხელაც თბილისს მოსკოვის დიდი თეატრის ვარსკვლავი მარია ალექსანდროვა ეწვია (რა სპეციფიურ სტილში ვწერ : ) , ჰოდა, მოამბის შტატიან ჟურნალისტთან ერთად ოპერისა და ბალეტის თეატრში პრიმაბალერინას ჩასაწერად წავედი. (ე.წ. ლაივსინქრონზე თუ გაგიშვებდნენ პრაქტიკანტს, თორე…)

Image

დიდ სარკეებიან სარეპეტიციო დარბაზში გედების ტბის რეპეტიციას მარია ალექსანდროვა  ვასილ ახმეტელთან ერთად გადიოდა … მართლა არ შემიძლია იმის სიტყვებით გადმოცემა, რაც მაშინ განვიცადე – ჯერ ხომ მუსიკით აღვფრთოვანდი (მანამდე ჩაიკოვსკის მსმენელი ნამდვილად არ ვიყავი, ერთი ორი სიმფონია მქონდა მოსმენილი, ერთ-ერთი მხატვრის გამოფენაზე, ძალიან რომ მომეწონა, ვიკითხე და მითხრეს პეტრე ჩაიკოვსკის მუსიკააო, მოკლედ, დიდი მუსიკათმცოდნე არ გახლდით : ).

ჰო, შეგრძნებებზე ვწერდი – მეგონა მეც მონაწილე ვიყავი სპექტაკლის, მეც მათთან ერთად ვცეკვავდი, აი, საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობდი, მოკლედ, დაახლოებით საათ-ნახევარი სხვა სამყაროში ვიყავი.

ის კადრები სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში, მუსიკაც ხშირად მეღიღინებოდა და მესმინებოდა ხოლმე. შეგრძნებებიც დღემდე მახსოვს.

სულ მინდოდა, რომ ერთხელაც „გედების ტბა“ მენახა თავიდან ბოლომდე. ორი მეგობარი დამპირდა კიდეც დაპატიჟებას, მაგრამ მერე ორივემ დაივიწყა, მე კი, ერთი ასეთი (კარგი თუ ცუდი არ ვიცი 😐 ) თვისება მაქვს –  ადამიანებს  დანაპირებს არასოდეს ვახსენებ… ჰოდა, ფეისბუქზე ფოტოების გაზიარების და წუწუნის მეტს ვერაფერს ვშვრებოდი.

Image

არადა, რა მარტივია – უბრალოდ იყიდო ბილეთები და წახვიდე, თუნდაც კომპანიონის გარეშე. არსებობენ პატარ-პატარა ოცნებები, რომელთა ასრულებაც ჩემგან სულ მცირე მონდომებას ითხოვს და ზოგჯერ ამასაც კი არ ვაკეთებ. ბანალურად ჟღერს, ამგრამ აი, პიღობას ვდებ – 2013 ოცნებების ახდენის, სურვილების ასრულების და გეგმების განხორციელების წელი იქნება.

მოკლედ, ერთხელაც, ჩემმა ერთმა ფეისბუქმეგობარმა ოპერისა და ბალეტის თეატრის ლინკი გამომიგზავნა, გადავედი აფიშაზე და – 16 იანვარს გრიბოედოვის თეატრში მაკნატუნა. გავიფიქრე – კი, მაკნატუნა არაა გედების ტბა, მაგრამ ბალეტია, ჩაიკოვსკია, ამიტომ, კატ, აუცილებლად უნდა წახვიდე.

სანამ მე მოვიფიქრე ვისთან ერთად წავიდოდი, პარალელურად ჩემმა მეგობრებმა დაგეგმეს დღე და სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო 16 იანვრის გეგმაში მათთან ერთად აღმოვჩნდი. (დიდი მადლობა ვანოს დაპატიჟებისთვის და ნანუკა, კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს :* :*)

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო – დღეს მაკნატუნა ვნახე – ძალიან ლამაზი საშობაო ზღაპარი. თავს აღარ მოგაბეზრებთ ჩაიკოვსკის გენიალურობაზე და საბალეტო ქორეოგრაფიაზე საუბრით, მოკლედ – კარგი, სასიამოვნო, საინტერესო დღე მქონდა.

ჰო, კიდევ ერთი ამბავი უნდა გავიხსენო – რამდენიმე დღის წინ მორიგი დეპრესიული პერიოდი მქონდა, აი მუსიკალურ ჭრილში რომ ვთქვა, მარტო რომ გერედიოჰედება, ისეთი … ჰოდა, დათამ  ლინკი გამომიგზავნა ტექსტით – “მოუსმინე გედების ტბას და ყველაფერი თავისით დალაგდება 25 წუთში” : ) http://grooveshark.com/#!/s/Swan+Lake/1fy2k7?src=5
მან რა თქმა უნდა არ იცოდა ჩემი ამ კომპოზიციისადმი დამოკიდებულების შესახებ, მაშინ ამის თქმის და მოყოლის არც განწყობა იყო და არც დრო… მოკლედ, მოვუსმინე რჩევსამებრ და …. მართლაც სულ სხვა განწყობით დავიძინე. აქვე მადლობა დათას, მართლა „დროული“ იყო :* (ვგიჟდები ასეთ დამთხვევებზე : )

მოკლედ, სულ ეს იყო…. ახლა დავითვლი დღეებს გედების ტბამდე : )

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s