აქა ამბავი 2012-2013 წლებისა :))

აჰაა, ნამცხვრის ფირფიტები გაკრემილია, ფართიზე ჩასაცმელი კაბა – გამზადებული და ვიდრე ჰაერში დენთის სუნი დატრიალდება, რაღაც მინდა დავწერო…

მითუმეტეს, რაც ეს ბლოგი ჩემმა მეგობრებმა ნახეს და მითხრეს, რომ „მშვენივრად ვწერ“ – უფრო წავხალისდი… იმედი მაქვს ეს პოსტი არ დაუკარგავთ მაღალ წარმოდგენას ჩემს ნიჭთან დაკავშირებით 🙂

ე.ი. 2012…

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო.

ჯერ ერთი, 27 წლის გავხდი – სულ მეგონა და ახლაც ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული ასაკია, მნიშვნელოვანი და ის რაც ახლა ხდება, აქვე არ დამთავრდება.  ვნახოთ : )

მოხდა ბევრი ცუდი ამბავი, მაგრამ ბევრად უფრო მეტი კარგი.

შევიძინე (რა ცუდი სიტყვაა, არ უხდება ამ სიტუაციას) ძალიან კარგი მეგობარი, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა, ძალიან მიყვარს და არასოდეს, მართლა არასოდეს დავივიწყებ ❤

მერე დავკარგე კიდევ ერთი ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი.. 😦

ვისწავლე „შეცდომების“ დაშვება, თუმცა ამ შეცდომებზე მაინც ვერ ვისწავლე ვერაფერი. დასკვნა – შეცდომებზე არავინ არაფერს არ სწავლობს

ჩემი 27 წლიანი ცხოვრების მანძილზე ყველაზე მეტად შეყვარებული ვიყავი :წითელი:

და საერთოდაც ემოციურად ძალიან დატვირთული წელი იყო ^^

„მიმატოვეს„ / “მივატოვე“ :პ

ავიხდინე ჩემი შოტლანდიურ-ირლანდიული ოცნება და ჟღალთმიანი გავხდი (ჭორფლებიც მინდა :))

პირველად მოვწიე სიგარა, სტალინის სურათის გვერდით და სასიამოვნო კამპანიაში. იმავე კამპანიის თანხლებით პირველად გავსინჯე ჩინური სამზარეულო… (კარგები არიან ❤ კამპანიას ვგულისხმობ, ნუ, არც სიგარა და ჩინური სამზარეულო იყო ცუდი :))

პირველად ბოლო ათი წლის მანძილზე არ შევინახე მარხვა და „სულ წავედი ხელიდან“

ჰმ, ვითომ მეტი არაფერი მოხდა გასულ წელს? სულ ასე ხდება, როცა მინდა მაშინ არაფერი მახსენდება …

ააა, ძალიან მნიშვნელოვანი – საინტერესო და აქტიურ ხალხთან ერთად გორის ახალგაზრდული მოძრაობა „დროა“ ჩამოვაყალიბეთ და გამგეობის წევრი ვარ… “საქმენი საგმირონი” წინ გველოდება . 🙂

და კიდევ, გავხდი დემოკრატიის სკოლის (NIMD) მოსწავლე.

ჰმ, კინაღამ დამავიწყდა კოსმეტიკური კომპანია avon-ის წარმომადგენელი ვარ, თუმცა ჯერ მხოლოდ ვიხარჯები, ველოდები მოგებას … 🙂

რას ვაპირებ 2013-ში…

მართალია გული დაგწყდებათ ჩემო მეზობლებო, მეზობლების პაპიდაშვილ-ბიძაშვილისშვილებო, ბიძაშვილების მულებო, მულების მაზლებო, ჩემო მასწავლებლებო, შორეულო ნათესავებო, თანამშრომლებო, მეგობრების თანამშრომლებო და კიდევ სხვა კეთილისმსურველებო, მაგრამ 2013-ში კიდე არ ვთხოვდები…

სამაგიეროდ მაქვს სხვა საინტერესო გეგმები:

წავალ საზღვარგარეთ სასწავლებლად (იმედი მაქვს გამოვა)

მანამდე ვნახავ ბალეტს – გასულ წელსაც დავგეგმე, მაგრამ ჩავარდა გეგმა… ახლა ზემოთხსენებული კამპანიის ერთ-ერთი წარმომადგენელი არ დაუშვებს ამას ^^

აუცილებლად, აუცილებლად ვიფრენ პარაპლანით

შევიცვლი სამსახურს. მართლა ძალიან მჭირდება…

ნუ, ახალი წლის წინა დღეს ყველა გეგმავს, რომ მომავალ წელს უფრო უკეთესი გახდება, მაგრამ სინამდვილეში ხომ ასე არასოდეს ხდება …

მე ალბათ ისევ ისეთი კატო ვიქნები:

პერიოდულად ისევ ჩავარდები დეპრესიაში.

ისევ „ვერაფერს ვერ მოვასწრებ“.

ისევ ვიქნები ძალიან ბედნიერი.

ისევ მეგონება, რომ “ყველაფერი დამთავრდა”.

ისევ დავიწყებ “ცხოვრებას თავიდან”.

ისევ არ მეყოფა მეგობრებთან ურთიერთობა <3.

ისევ ისე მეწყინება.

ისევ ისე მომენატრებით და ისევ ისე მეყვარებით.

აქვე მადლობა მათ, ვინც ჩემთან ერთად იყო ყოველთვის, ან არ იყო, მაგრამ ვგრძნობდი რომ ჩემიანი იყო ❤

Image

ორ-სამ საათში 2013 წელი დადგება და ყველას საინტერესო წელი მინდა გისურვოთ. სულ ჯანმრთელი, ბედნიერი და გახარებული მენახეთ ❤

ან, არ მენახეთ, მაგრამ იყავით მაინც …

დენთის სუნი უკვე იგრძნობა ….

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

8 Responses to აქა ამბავი 2012-2013 წლებისა :))

  1. Floydian-girl ამბობს:

    გილოცავ ახალ წელს !! ❤
    სასიამოვნო ბლოგია, შემოგივლი ხოლმე :*

  2. Darya Maisuradze ამბობს:

    kato… 🙂 shen ra shegcvlis,albat 2033 welsac daaxloebit igive teqstebit shevxvdebit,tumca imedia iqamde samsaxurit da “miutoveblobit” kmayopili iqnebi 😀 ❤

  3. maitoo ამბობს:

    მართლაც კარგად წერ 🙂 🙂
    ძალიან მომწონს კატო შენი ბლოგი..
    როგორც იტყვიან ხოლმე, კარგი ხარ 🙂

  4. mmandzulashvili ამბობს:

    au, samsaxurs shevicvlioo eg cudia 😦 😦 ise martlac zalian kargad wer :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s