4 ყველაზე ძლიერი ემოცია და ხაზები თვალის გარშემო…

Anew clinical – ასე ჰქვია თვალის მოვლის საშუალებას, რომელიც avon-ში საკუთარი თავისთვის შევუკვეთე – თვალის გარშემო მიმიკურ ხაზებს აქრობსო..

ვითომ? არ ვიცი, მაგრამ მე ვიჯერებ…

თან ფასიც მხიბლავს – 30 დოლარის ღირებულების პროდუქცია, სულ რაღაც 16 ლარად.

Image

ვიცი, რომ მკერავენ, მაგრამ საკუთარი გადაწყვეტილებით ვიკერები.

ვიღებ ხელში, მივდივარ სარკესთან და ინსტრუქციის შესაბამისად – ნარინჯისფერს ზედა ქუთუთოზე ვისვამ, თეთრს ქვემოთ…

ვაკვირდები ხაზებს…

ვითვლი…

ერთ… ორი… სამი… ოთხი…

ხომ ამბობენ, რომ ეს ხაზები ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს ნიშნავს და ყველაზე მკვეთრი ემოციების შედეგიაო.

ვფიქრობ…

პირველს ლევანი ჰქვია  – პირველად გადაწყვეტა და მიხვედრა, რომ შეყვარებული ვარ… მერე იმის გააზრება, რომ აკრძალულია ეს სიყვარული, ფიქრიც კი არ შეიძლება.

რატომ? იმიტომ.

(ამ ხაზს ფიქრის აკრძალვის, გააზრების და სიყვარულისგან თავის დაღწევის პროცესი კიდევ უფრო მეტად გაამკვეთრებდა)

მეორეს ავნევი ჩემი სოფელი, მასთან დაკავშირებული მოგონებები, ფიზიოლოგიურად და სოციალურად გაზრდა, ახალი მეგობრები. მერე უცებ ომი და მის შედეგად ამ ყველაფრის დაკარგვა… დიდი სიცარიელე.

მესამესყოველდღიურობა – ძალიან სერიოზულ და არასერიოზულ თემებზე ზრუნვა, გაქცევა, დაბრუნება, წაქცევა, ადგომა… ბრძოლა გადარჩენისთვის. ბანალურად ჟღერს? არადა სხვა ფრაზა არ მაგონდება

მეოთხეს … მეოთხეს… ჰმ… არა, მშვენივრად ვიცი რაც ჰქვია, მაგრამ არ გეტყვით… არ კი არა და, ვერ.

ყველაზე ძლიერი ემოციებით გაჩნდა ეს ხაზი, ვაკვირდები და ალბათ ამიტომაა ყველაზე მკვეთრი.

ეს ხაზი ყველაზე კარგად მახსოვს, არა იმიტომ, რომ ყველაზე ბოლოს გაჩნდა, უბრალოდ მართლა ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდის შედეგია. ჯერ კიდევ გრძელდება და მგონი კიდევ უფრო გამკვეთრდება.

(მიყვარს ეს ხაზი).

იქნებ აქ არ წამესვა ეს გელი, არ მინდა რომ გაქრეს.

და საერთოდაც, არც ერთი ხაზის გაქრობა არ მინდა, თითოეულ ხაზს მიღმა არსებული ყველა ისტორია მიყვარს.

დარწმუნებული ვარ, რომ შინაგან ხაზებს არანაირი საშუალება არ აქრობს.

ის ფრაზა ხომ იცით, დროის უნიკალურ სამკურნალო თვისებებთან დაკავშირებით? სისულელეა…

დრო უბრალოდ ანალიტიკის და მოვლენების ლოგიკურად აღქმის საშუალებას გვაძლევს, საბოლოოდ არაფერს „კურნავს“.

კიდევ ერთი ფრაზა გამახსენდა, ადრე ტელევიზორში მოვისმინე – რომელიღაცა კოსმეტიკური ფირმის სარეკლამო სლოგანია, თუ კლინიკის კარზე წერიაო  – დრო კარგი მკურნალია, მაგრამ ცუდი კოსმეტოლოგი“. 

ნუ, არაა დრო კარგი მკურნალი, მაგრამ მის შედეგად თვალებთან გაჩენილ ხაზებს ენიუ კლინიკალი (avon) გააქრობს.

ვნახოთ ….

შიგნით არსებულ ხაზებს ვიტოვებ ❤

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

One Response to 4 ყველაზე ძლიერი ემოცია და ხაზები თვალის გარშემო…

  1. მაცაცო ამბობს:

    (y)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s