„ყველაზე ორიგინალური სადღეგრძელოებეეეე“

დღეს ჩვენმა ორგანიზაციამ, კიარადა ახალგაზრდულმა მოძრაობამ „დროა“, დისკუსია გამართა თემაზე – „ქალის როლი ქართულ საზოგადოებაში“. დღეს კიარადა, გუშინ, უკვე დილის 5 საათია : )

ვისაუბრეთ თითქმის ყველა როლზე – „კუხნით“ დაწყებული, „სპალნით“ გაგრძელებული და ცხრა ძმა ხერხეულიძის დედით დამთავრებული… მერე ავდექით და „მეორე განყოფილების“ ფორმატში გავაგრძელეთ. პირველი ნაწილი ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ ახლა ისეთი განწყობა მაქვს, სულაც არ მინდა მაგაზე წერა. : )

ოდესმე ეს ბლოგი უფრო პოპულარული გახდება, შეიძლება შემრცხვეს კიდეც ასე შინაურულად ჩემი „სამზარეულოს“ ჩვენება, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ ამას არავინ წაიკითხავს უახლოეს მომავალში, ამიტომ, ნეტა შენ კატო, წერე რაც გინდა :დ

უბრალოდ სახლში მოვედი, არ მეძინება და სანამ დათას მიერ ნარჩევი ფილმი ჩაიტვირთება, რამე ხომ უნდა ვქნა? ჰოდა, მინდა შთაბეჭდილებები დავწერო…

არადა, სულაც არ მინდოდა წამოსვლა, მინდოდა კიიდევ დიდხანს მელაპარაკა მათთან… (ეს სიმთვრალის სინდრომია მგონი :)))

თემები იყო მუდმივად აქტუალური, რაზედაც ყოველთვის ვსაუბრობთ – ურთიერთობები, დამოკიდებულებები, სექსი, ჰომოფობია, თავისუფლება, მიზნები, მიგნებები, დათმობები და ა.შ…

დარჩენა მინდოდა მეთქი, მაგრამ რადგან ყველას სახლში წასვლა უნდოდა, მეც მოვიქეცი ისე, როგორც ყველა საშუალოდ სტატისტიკური გოგო საქართველოში (ვერ ვიტან ამ ფრაზას) – მორჩილად ჩავჯექი ტაქსში და დავადექი სახლისკენ მომავალ გზას. არადა, არ მინდოდა!

თქვენ იცით (ნეტა ვის მივმართავ? ნუ, ოდესმე, გრძეეელვადიან მომავალში პოტენციურ მკითხველს) რომელია ყველაზე ზოოფილური სიმღერა? არა? აწი იცოდეთ – „ჩიორა ჩიტო უარს ნუ მეტყვი“.

ყველზე პედოფილური – „პატარა ხარ, პატარა ხარ, პატარა ხარ, პატრაა“

და ყველაზე ნეკროფილური – „საყვარლის საფლავს ვეძებდი“ :დ

ეს მეორე განყოფილება ხო ვააბშე მაგარი რამეა… ვისაუბრეთ ყველაფერზე, დავლიეთ კლოუნების, ექსტრემალების, აქსელის (არიზონა დრიმის პერსოჯაჟის), ნიღბების, ფელიქსის (ბაუგმარტნერის), დეპრესიის, თავისუფლების და სხვა სიკეთეების სადღეგრძელობი.

ვთქვით ისეთებიც მაგალითად: რას არ უნდა გაუმარჯოს – „დროას“ ელიტის გადაწყვეტილებით (ელიტა პირობითია ამ შემთხვევაში), არ უნდა გაუმარჯოს: მაგიდის ქვეშ შემძვრალ კაცს, „კუხნაში“ ხელებდაკაპიწებულ სასოწარკვეთილ დიასახლისს, მჯდომიარე გაჭირვებულებს, ღალატს, უპასუხისმგებლობას, სტაბილურიბას, შეზღუდულ აზროვნებას და სხვა ბოროტებებს. ეს იყო ლუსტრაციის და ერთმანეთის უკეთ გაცნობის საშუალება..

და გავიცანით კიდეც. და კიდევ უფრო კარგად გავიცნობდი ნანუკას ტაქსი რომ არ გამოეძახა, დათას ფული არ გადაეხადა და მე მორჩილად არ დავდგომოდი ჩემი სახლისკენ მომავალ გზას.

ამასობაში ჩაიტვირთა ფილმი, ჰოდა გავალ და ვუყურებ…

2-3 სიტყვით რომ შევაფასო, ეს იყო ზი დეი! 😉

შთაბეჭდილებებს ფილმის  შესახებ სხვა დროს დავწერ, ალბათ.

თუ აღწერით, პოსტერით და დათას წარდგენით ვიმსჯელებ, ვეჭვობ დიიიდ პროვოკაციასთან მაქვს საქმე.

This entry was posted in წერას ატანილი პოსტები. Bookmark the permalink.

6 Responses to „ყველაზე ორიგინალური სადღეგრძელოებეეეე“

  1. Kato ამბობს:

    ეს ფოტოების ჩასმის საიდუმლოს ვერ დავეუფლე : ( რამდენჯერაა… : (

    • Kato ამბობს:

      და დარწმუნებული ვარ ბევრი შეცდომაა, როგორც ორთორაფიული, ისე უფრო სერიოზული, ბნელა აქ უბრალოდ .. 🙂

  2. Darya Maisuradze ამბობს:

    kargad gavxalisdi kat,gava-PR-ot blogi?winaagmdegi ro ar iqnebi?
    😀

  3. belachka ამბობს:

    mokled ra bichi yopila es daviti 😀 rodis unda waradginot

Leave a reply to Darya Maisuradze კომენტარის გაუქმება