ნორა ბებოს ამბავი :) ♥

დღეს სამსახურიდან ფეხით წამოვედი – გამახსენდა, რომ დდხანს ვიჯექი კომპიუტერთან, მთელი დღე ცოტა ვიმოძრავე, თან კარგი ამინდი იყო და მოკლედ, ვთქვი, რომ რატომაც არა…

ნუ, ბევრი ვიარე თუ ცოტა, სახლამდე ჯერ კიდევ დიდი მანძილი იყო დარჩენილი, რომ დავინახე ჩემს წინ მოხუცი ქალი გადმოდიოდა გზაზე, ცოტა მძიმედ, ორი ჩანთით…

3-5 წამიან ბრძოლაში კეთილმა აზრმა გაიმარჯვა პრაქტიკულზე – მოხუცს მიხმარება შევთავაზე, ჩანთა გამოვართვი და დაიწყო……………..

მოკლედ, ეს მოხუცი ქალი “მამაპაპეულად გორელი”, ეროვნებით სომეხი, 82 წლის ნორა ბებო აღმოჩნდა. ჯერ კიდევ “კეკლუცობდა” : ) ასაკით რომ დავინტერესდი, “აბა თქვენ რამდენს მომცემდითო” და ძალიან გაეხარდა როცა გაიგო, რომ უფრო პატარა მეგონა.
მართლა 65-ზე მეტს ვერ მისცემდით, წელში ოდნადავაც არ იყო მოხრილი.
ისეთი სიტყვა-პასუხი ჰქონდა აი, მაგ დროის ბებოებმა რომ იციან “შენ ხარ ჩემი ბატონი” 🙂

უნივერმაღში მუშაობის 60 წლიანი სტაჟი ჰქონდა. სახეგაბრწყინებული იხსენებდა პერიოდს, როგორ ყიდულობდნენ მასთან ნორკის შუბებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები – “დაათვალიერებდნენ სტალინის სახლმუზეუმს, ავტობუსებს აღმასკომის შენობის წინ მოედანზე აჩერებდნენ და მერე ჩემთან ამოდიოდნენ, მეორე სართულზე და მშვიდად მეკითხებოდნენ – “ნორკა იესწ”, მეც ამაყად ვპასუხობდი – უ ნას ვსიო იესწ…
მერე მიდიოდნენ და თავიანთი ქვეყნებიდან მადლობის წერილებს და მისალოც ბარათებს მიგზავნიდნენ. საიდან აღარ მიმიღია – სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან, ავსტრალიიდან, იაპონიიდან, ინდოეთიდან, საბჭოთა კავშირზე აღარაფერს ვამბობ”…

ორჯერ გადმოვკვეთეთ გზა და ორივეჯერ ხელი მომკიდა გადმოსვლისას – მზრუნველობის გამოხატვის მიზნით – ასე თამამად ნუ დადიხარ შვილოო, ახლა ისე ასწიეს სიჩქარეები, შეძლება თავზე გადაგაფრინდნენო, ჩემს დროს 80-ზე მეტით ვინ გაგატარებდაო, მე თითონ სიჩქარე არასოდეს გადამიმეტებიაო…

საკმაოდ გამოცდილი ბებო იყო მოკლედ … სულ შემოვლილი ჰქონდა ყოფილი საბჭოთა კავშირი – ადრე ყველაფერი მარტივი იყო შვილო, მთავრია დრო გქონოდა და სადაც გინდოდა წახვიდოდიო, აბა ახლაა ცხოვრება? და მყავს საზღვარგარეთ და ალბათ ისე მოვკვდები ვეღარასოდეს ვნახავო.

ჩემმა გოგომ ორი უნივერსიტეტი დაამთავრა წარჩინებითო, მთავარი ინჟინერი იყო ერთ-ერთ დაწესებულებაშიო, მაგრამ ერთხელაც გამოუშვეს, უთხრეს ისევ დაგიძახებთო, მაგრამ ვიღას სჭირდება ძველი დროის ინჟინრები, ახლა ჩემს პენსიაზე ვცხოვრობთ ორივეო…

სიბერეზე დიდი საშინელება არაფერიაო :  (

გზადაგზა ისეთ რაღაცებს მეკითხებოდა, ვიფიქრე ჩემი ცოდნის ხარისხს ამოწმებდა. ასე მაგალითად: – 1. აი, კუბა ხო იცი რომელ კონტინენტზეა? 2. პრიბალტიკაზე ვიყავით და … ღმერთო გამახსენე რომელ ქვეყანაში… სანამ მე არ ჩამოვუთვალე “ვერ გაიხსენა” ;დ და კიდევ მსგავსი რაღაცები..

მოკლედ ძალიან საინტერესო, სასიამოვნოდ მოსაუბრე ბებო აღმოჩნდა, ვისთან არ იყო შეხვედრილი ყოფილი გენერლებით დაწყებული, მათი ცოლებით დამთავრებული…

ბევრი ვიარეთ თუ ცოტა მის კორპუსსაც მივუახლოვდით და ასე დამლოცა – სამი ჩემი ხნის მოიყარე, ჭკვიანი გოგო ჩანხარ და ჭკუით მოიქეციო (აი, სად გამოადგა ჩემი დაკვირვება :დ), ადვილი არაა ცხოვრებაში რამეს მიაღწიო და შეინარჩუნოო, უნდა იშრომოო… მადლობა, რომ ჩემნაირ მოხუცს დაეხმარე და მოუსმინეო.

და აი, რაც მოვედი სახლში სულ ამ მოხუცზე ვფიქრობ…

რამდენი მისნაირი მოხუცია, რომლებსაც მიტოვებულობი, გარიყულობის შეგრძნება აქვთ, რომლებიც ძალიან საინტერესოები არიან, მაგრამ მათ არავინ იცნობს, არავინ უსმენს… : (

კარგი ბებო იყო, რავი ♥

 

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

2 Responses to ნორა ბებოს ამბავი :) ♥

  1. Jacksona )) ამბობს:

    კატო მიყვარხარ უზომოდ, ოღონდ მართლა, აღფრთოვანებული ვარ შენი წერის სტილით, ძალიან მომწონს, მე შენი ბლოგის უკვე აქტიური მკითხველი ვარ 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s