პერსონალური ბლოგინგი დაიწყო :)

ეს წუთია ერთ-ერთი ტელევიზიის ხელმძღვანელს ვესაუბრე, რომელსაც რაღაც შემოთავაზება აქვს ჩემთან და რომელიც სოციალურ მედიას უკავშირდება. მისმა შეკითხვებმა ჩემი მივიწყებული ბლოგი გამახსენა, ჰოდა, შემოვედი და დავწერე 🙂

მერე რა რომ არაფერი განსაკუთრებული პოსტია, რაღაცით ხომ უნდა დავიწყო 🙂

მოკლედ, კარგა ხნის წინ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, როგორც იქნა გადავწყვიტე და ბლოგი გავაკეთე.

სასწრაფოდ დავაანონსე ფეისბუქზე, რომ რომ რამდენიმე დღეში ჩემს ბლოგს ნახავდნენ

სამეგობრომ მოიწონა იდეა და თუ კომენტარებით ვიმსჯელებთ “ერთი სული ჰქონდათ” როდის ნახავდნენ “ნანატრ ბლოგს”.

მეც ერთი სული მქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ დავივიწყე დაპირება, უფრო სწორად, დროის უქონლობის გამო ვეღარ გავმართე და გავააქტიურე ეს ჩემი ბლოგის პონტში რაღაც, ჰოდა სულ სინდისი მქენჯნიდა  : )

მოკლედ, 6 აპრილს პერსონალური ბლოგინგის დაწყების თარიღად ვაცხადებ 🙂

დღეს სხვა რაღაცების დაწყების და დატესტვის დღეც მაქვს, ჰოდა, ვსვამ ვიდეოს, რომელიც 3 წლის წინ გავაკეთეთ და ჩვენი ფილმის გადაღებებზეა 🙂 რაც შეეხება ვიდეოსთან დაკავშირებულ კითხვებს – რატომ ახლა და რატომ აქ, უბრალოდ, ახლა იუთუბის სეთინგებიც დავტესტე და აქაც რამე ხომ უნდა ჩამესვა 🙂

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s